Sunday, April 11, 2010

1. პროექტის სახელი: ჰისტოგრამა და პოლიგონი

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები შეაგროვებენ მე–7 და
მე–11 კლასის მოსწავლეების სიმაღლეთა მონაცემებს, ააგებენ ჰისტოგრამებს და პოლიგონებს და იმსჯელებენ მათზე.

3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და დაიწყებენ მე–7 და მე–11 კლასის მოსწავლეების სიმაღლეთა მონაცემების შეგროვებას N-8 საჯარო სკოლაში. სიმაღლეებს წარმოადგენენ ინტერვალებად და ცალ–ცალკე თითოეული კლასისთვის ააგებენ სიხშირეთა და დაგროვილ სიხშირეთა განაწილების დიაგრამებს. შემდეგ ამ სიხშირეთა შესაბამის პოლიგონებს.იმსჯელებენ ამ პოლიგონების შესახებ(სიმეტრიულობა,მაქსიმალური სიხშირის შემთხვევები,მაქსიმალური მნიშვნელობების მარცხნივ და მარჯვნივ სიხშირეთა შედარება).შემდეგ გაზრდიან შერჩევის მოცულობას და ინტერვალთა ოდენობას. დააკვირდებიან; როგორ შეიცვალა ამ შემთხვევაში ჰისტოგრამა და პოლიგონი.შეადარებენ პოლიგონის საშუალებით კიდურა და შუალედური მნიშვნელობებს, ააგებენ თითოეულ შემთხვევაში დაგროვილ სიხშირეთა განაწილების წირს–ოგივას.

4. მონაწილეთა ასაკი:მე-VII,მე–XI კლასი.

5 .ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კონსულტაციები მასწავლებელთან მოკლე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, პრეზენტაციების ჩვენება, მოძიებული მასალის დახარისხება და ინტერნეტში განთავსება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:კვლევითი უნ არ–ჩვევებისა, კომუნიკაციისა,და ჯგუფური მუშაობის განვიატარება,Web-გვერდი,პრეზენტაციები.

8. სარგებელი სხვებისთვის: კვლევის შედეგად მიღებული მასალით გაეცნობიან ჰისტოგრამებს,პოლიგონებს,სიხშირეთა განაწილების დიაგრამებს.

9. სამუშაო ენა:ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:––––––––––––

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა,მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა,ისტ.

12. პროექტის ფასილიტატორი:ლია ესიტაშვილი.

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: